суббота, 6 ноября 2010 г.

ვალუტა

პროექტის   სახელი:  ვალუტა
პროექტის  მოკლე  აღწერა:   მოსწავლეები  იკვლევენ   ვალუტის   კურსის   როლს   ბიზნესის
              განვითარებაში.
პროექტის   სრული   აღწერა:  პროექტის   კვლევა   მიმდინარეობს    რამდენიმე    მიმართულებით :  ა) ვალუტის  როლის   მნიშვნელობა   ყოველდღიურ   ცხოვრებაში.
ბ)დაკვირვება    იმაზე,   თუ  როგორ   აისახება   ვალუტის   კურსის   ცვლილება  ადამიანთა
პირად   ცხოვრებაზე,  მეწარმეებზე,  ბიზნესის   განვითარებაზე.
გ)ინფორმაციის  მოპოვება,  მოძიება   წიგნების,    ინტრვიუს,  პრესის,   ინტერნეტის   მეშვეობით    სხვადასხვა    ქვეყანაში    ვალუტის   ერთეულის    შესახებ   ლართან   მიმართებაში.   დ)მოსწავლეები     იკვლევენ,   ადგენენ   ცხრილებს,   დიაგრამებს  და    აგებენ   გრაფიკებს.  შეაგროვებენ     ფოტომასალას   და  განათავსებენ    ინტერნეტში.
მონაწილეთა    ასაკი:  15–18      X-XII
ვადები    ხანგრძლივობა–  2010  წლის  დეკემბრიდან   2 თვე
პროექტის   შესაძლო   აქტივობები:   კვლევა,  დისკუსიის   გამართვა   მოძიებულ   მასალაზე,
ზუსტი   გამოთვლების    ჩატარება,   დიაგრამების   აგება,   ბლოგების   შექმნა.
მოსალოდნელი  შედეგები:   მოსწავლეები   ისწავლიან   ინტერვიუს   აღებას,   შეიძენენ
კვლევის   უნარ–ჩვევებს,   ურთიერთთანამშრომლობას.
პროდუქტი:   ფოტალბომი,  პრეზენტაცია,   ფოტოების   გამოფენა.
სარგებელი   სხვებისთვის:  გაიღრმავებენ    ცოდნას    ვალუტის   კურსის   ცვლილებებთან
დაკავშირებით  და    ისწავლიან  მის  პრაქტიკულ   გამოყენებას.
სამუშაო   ენა:   ქართული
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ   სასწავლო   გეგმასთან    კავშირი:
ა)ქართული   ენა   და   ლიტერატურა:    მსჯელობის    უნარის    განვითარება.
ბ)მათემატიკა:   ადგენენ   ცხრილებს,  დიაგრამებს,  აგებენ   გრაფებს  და   პოულობენ   ზუსტ    მონაცემებს.
გ)ისტორია: გაეცნობიან    ძველად    სხვადასხვა    ქვეყანაში   ვალუტის   ერთეულებს.
დ)ისტ––ინფორმაციის   მოპოვება,   დამუშავება,   ბლოგების   შექმნა.
ე)ხელოვნება: ფოტოგამოფენის   მოწყობა.
პროექტის   ფასილიტატორი:   ლილი   ასლამაზაშვილი
პროექტის  ფასილიტატორის   ელ–ფოსტა:   liliaslamazashvili@gmail. com.